კორონავირუსის 3504 ახალი შემთხვევა – 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3163 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

დღეს გამოვლენილი 3 504 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 232 შემთხვევა, აჭარა – 603, იმერეთი – 619, ქვემო ქართლი – 122, შიდა ქართლი – 140, გურია – 94, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 397, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 97, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 289. 5 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 541, აჭარაში – 890, იმერეთში – 1 049. მძიმე პაციენტი გვყავს 749, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 121, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30. 3 361 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 282 – იმერეთში. 8 573 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში – 18 460, იმერეთში – 4 921.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 76 658 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 58 674-ს შეადგენს. გარდაიცვალა 669 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 425 ადამიანი,  მათ შორის, თბილისში -418, აჭარაში-1 309, ხოლო იმერეთში – 32. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 355 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 361 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სულ 6 ოქტომბრიდან – 13 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 14 897 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 43 263 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 671 პირი, აჭარაში – 18 460, იმერეთში – 4 921.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 33 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 669-მდე გაიზარდა.

მძიმე პაციენტია 749, მათ შორის, თბილისში – 375, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 340 პირი, მათ შორის, თბილისში – 168, აჭარაში – 88, იმერეთში – 30.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 76 658 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 58 674-ს შეადგენს. გარდაიცვალა 669 მოქალაქე.

 

კომენტარები