კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 37

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 102 270-მდე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648, ქვემო ქართლში – 319, შიდა ქართლში – 259, გურიაში – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 385, კახეთში – 280, მცხეთა-მთიანეთში – 128, სამცხე-ჯავახეთში – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 43.

ამ დროისთვის საქართველოში 976 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 447, აჭარაში – 154, იმერეთში – 226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში – 201, აჭარაში – 49, იმერეთში – 45.

3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1266 – თბილისში, 2 039 – აჭარაში, 278 – იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 1 034, ხოლო იმერეთში – 35.

სულ 6 ოქტომბრიდან-26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 18 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 087 პირი, აჭარაში – 14 450, იმერეთში – 4 816.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 161 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 123,470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102,270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,161 მოქალაქე.

კომენტარები