კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა -რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები