კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.

ვახტანგ გომელაურმა, ასევე, ხაზი გაუსვა საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის პრობლემას და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს.

კომენტარები