კორონავირუსი ადამიანებიდან ცხოველებზე გადადის? – იტალიელი მეცნიერები

იტალიელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანებს შეუძლიათ კორონავირუსით თავიანთი ცხოველები დააინფიცირონ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

სპეციალისტები ასეთ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ჩრდილოეთ იტალიაში, – კერძოდ ლომბარდიაში 540 ძაღლი და 277 კატა გამოიკვლიეს. ცხოველები ინფიცირებულებთან ერთად ეპიდემიისგან განსაკუთრებით დაზარალებულ რეგიონში ცხოვრობდნენ. ძაღლების 3,4%-სა და კატების 3,9%-ს ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

 

კომენტარები