კორონავირუსი -„ამ დროისთვის მონაცემები მიუთითებს, რომ ეს ვაქცინები ისევ ეფექტურია“ – ჯანმო

-„არ არსებობს იმის რაიმე მტკიცებულება და ფაქტი, აქამდე შემუშავებული ვაქცინები ეფექტური არ იქნება კორონავირუსის ამ ახალი შტამის წინააღმდეგ. ლაბორატორიებში ტარდება გამოკვლევები, ამ დროისთვის მონაცემები მიუთითებს, რომ ეს ვაქცინები ისევ ეფექტურია.ლაბორატორიული კვლევის თანახმად, COVID19-ის საწინააღმდეგო უკვე შემუშავებული ვაქცინები ეფექტურია კორონავირუსის ახალი შტამებისგან დასაცავად, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება“, – განაცხადა  მაიკლ რაიანმა.

 ამის შესახებ 6 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) “ტვიტერზე” კითხვა-პასუხის სესიის დროს გამოცხადდა.

კომენტარები