„კორონავირუსი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრე და სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში – საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში“

-„კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე 48 საათით ადრე, ასევე, სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში არის გადამდები.

საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში, რომელიც მაქსიმუმ 14 დღეს მოიცავს, ვირუსი ძირითადად მეხუთე-მეშვიდე დღეს ვლინდება. მსოფლიომ ისწავლა ვირუსთან გამკლავება, ამას მოწმობს სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი.

უსიმპტომო პაციენტი ნაკლებად გადამდებია, – რაც უფრო ნაკლები სიმპტომი აქვს, მით ნაკლებ წვეთს გამოყოფს მისი ორგანიზმი, შესაბამისად, მით ნაკლებ ვირუსს, ნაკლებად გადამდებია, თუმცა, გადამდებია. საინკუბაციო პერიოდის მაქსიმუმი ისევ 14 დღეა ჯერჯერობით, ვინაიდან, საშუალოდ, 97 პროცენტში დაავადება გამოვლინდება მე-5, მე-7 დღის ჩათვლით და დანარჩენი, ის სამი პროცენტი გამოვლინდება მეხუთედან მე-14 დღის ჩათვლით, ამიტომ შეამცირეს კარანტინი 12 დღემდე. მსოფლიოში ასეთი ტენდენციაა, – ყოველდღიურად იხოცება დაახლოებით 5 000 ადამიანი,ფიქსირდება დაახლოებით 200-დან 300 ათასამდე ახალი შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილობის პროცენტი იკლებს. მსოფლიომ შედარებით ისწავლა, რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს, და ას უნდა მიაქციოს ყურადღება, ამიტომ უფრო ფხიზლად ვართ

ვაქცინას 2020 წლის ბოლოს ელოდებიან. საუბარია, „ასტრაზენეკასა“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევაზე, მათთან ქართული მხარის მხრიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმედისმომცემი ვაქცინა, რომელზეც „ასტრაზენეკა“ კვლევას ატარებდა, დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. რამდენიმე დღეში ისინი ვარაუდობენ, – განაგრძობენ ვაქცინის კვლევას, დიდი იმედი გვაქვს, წლის ბოლოს იქნება ვაქცინა, ამ წლის ბოლოს რომ იყოს უკვე წარმოებადი და მოხმარებადი ადამიანებისთვის. ჩვენთვის რამდენად ხელმისაწვდომი იქნება, ამას ვერ გეტყვით, თუმცა ვიცი, ამ კონკრეტულ ვაქცინაზე, ოქსფორდის ვაქცინა რომელიც არის, ამაზე მოლაპარაკებები მიდის“, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებადა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ეს ქვეყანაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები