კორონავირუსი – გერმანიის მთავრობამ რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა

გერმანიის მთავრობამ რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა. რუმინეთსა და ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად გაიზარდა.

ამ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის შვიდი და ბულგარეთის სამი რეგიონიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებულები იქნებიან, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ. პასუხი თუ დადებითი იქნება, მ ორკვირიან კარანტინში მოუწევთ გადასვლა.

8 აგვისტოს მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსის 60 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 659 ადამიანი გარდაიცვალა, ბულგარეთში ვირუსის 13 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 442 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები