კორონავირუსი – თურქეთში 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. ამ  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

-„65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში დღეიდან დაიწყო.  მასობრივი ვაქცინაცია 14 იანვრიდან მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ვაქცინა სამედიცინო პერსონალსა და საზოგადოებაში ვაქცინაციის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით, მაღალჩინოსნებს გაუკეთდათ“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 2.5 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის  27 187 პაციენტი გარდაიცვალა,  2.45 მილიონი ადამიანი  გამოჯანმრთელდა.

კომენტარები