„კორონავირუსი ისე დავამარცხე, – „ცე“ და „დე“ ვიტამინის გარდა არაფერი მიმიღია” – ქართველი ექიმი

ამერიკაში, ფილადელფიაში მყოფი ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
ამერიკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით ორგანიზმში ვირუსი აღარ არის, განმეორებით ტესტზე პასუხი უარყოფითია.

-„მე ძალიან მსუბუქი ფორმებით მქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – დაღლილობა, უენერგიობა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი. მხოლოდ ეს ჩივილები მქონდა.

მართალი გითხრათ, ორი დღის წინ, ვიგრძენი კიდეც, ჩემს ორგანიზმში არსებული ვირუსი აღარ იყო. ისევ ენერგიული გავხდი,რომ გავიღვიძე, სამყარო ძველებურად მეჩვენა, აღარც სისუსტეს ვგრძნობდი. დღეს კი, ლაბორატორიამ Covid-19-ზე ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითად ეაფასა, – აღარ მაქვს ვირუსი, გამოვჯანმრთელდი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, – Covid-19 არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ასე აღიქვამს. ეს არის ვირუსული დაავადება, დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე.
საერთაშორისო გაიდლაინები გვატყობინებენ, – ორგანიზმის მოსაძლიერებლად C და D ვიტამინები უნდა მივიღოთ, ასევე დაემატა ცინკიც (თუთია). მნიშვნელოვანია, თვითნებურად არ უნდა დალიოს არავინ, ექიმმა საჭირო დოზა უნდა დანიშნოს ინდივიდუალურად.
ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია” , – განაცხადა “პრაიმტაიმთან” ნინო ქავთარაძემ.

კომენტარები