კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 494  გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 537 ადამიანს დაუდასტურდა, 494  გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 236 028 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 224 189-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 728 მოქალაქე.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში-363, აჭარაში-84, იმერეთში-203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში-180, აჭარაში-13, იმერეთში-31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217-თბილისში, 466-აჭარაში, 24-იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 47, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 46, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 31, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 15, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 085, საიდანაც, 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 900, აჭარაში – 364, იმერეთში – 731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში – 84, იმერეთში – 203. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 271 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. 762 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 466 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 4 456 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 508 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 181, აჭარაში – 42, ხოლო იმერეთში – 64.

სულ 6 ოქტომბრიდან – 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 323 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 750 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 576 პირი, აჭარაში – 1 981, იმერეთში – 2 244

კომენტარები