„კორონავირუსი კოღოს ნაკბენით არ გადადის“
ბერძენი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ კორონავირუსი კოღოს ნაკბენით არ გადადის.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სოტირის ციოდრასის განცხადებით,
-„კორონავირუსი რომ კოღოს ნაკბენით გადადის, ასეთი მონაცემები არ არსებობს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც ვირუსის პირველი ტალღა გადაიტანეს.
ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსის გადადების შემზღუდავ როლს ითამაშებს ზაფხულის სიცხე და ტენიანობა“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა, სოტირის ციოდრასიმ.
საბერძნეთში, კორონავირუსით 2 663 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაცვლილია 147 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 374 ადამიანი.