„კორონავირუსი ლაბორატორიაში იყო შექმნილი“ – ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში

ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში, ფრანგი ვირუსოლოგი ლუკ მონტანიე მიიჩნევს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში იყო შექმნილი. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

პროფესორის აზრით:

„SARS-CoV-2-ი მოლეკულარულმა ბიოლოგებმა შექმნეს, მასში შიდსის ნაწილაკების დამატებით.

ვირუსის შემქ მნელების მიზანი, შესაძლოა, შიდსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა იყო.

ვირუსის მანიპულაციას ჰქონდა ადგილი. COVID-19-ში შიდსის ნაწილაკები იყო დამატებული. ეს ვირუსი არ არის ბუნებრივი წარმოშობის. ადგილი აქვს მოლეკულარული ბიოლოგების მუშაობას. ჩემი საქმეა, ფაქტები წარმოვადგინო. არავის ვადანაშაულებ. არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს და რატომ. შესაძლოა, შიდსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა სურდათ“.

კომენტარები