კორონავირუსი რუსეთში: საკრუიზო გემ Diamond Princess-დან ყაზანში ევაკუირებულ სამ რუსს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ლაინერ Diamond Princess-დან ყაზანში ევაკუირებულ რუსებს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ, იუწყება ТАСС.

შეგახსენებთ, ამ ლაინერის ოთხი მგზავრი უკვე გარდაიცვალა კორონავირუსთ. ლაინერი Diamond Princess 20 იანვარს გავიდა იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტიდან ორკვირიან კრუიზში. მალე გაირკვა, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც ჰონკონგში ჩავიდა, დაავადებული იყო კორონავირუსით. 3 თებერვალს ლაინერი იოკოჰამაში შესვლისთანავე კარანტინზე დააყენეს. ამ დროს გემზე 3700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. ამჟამად კორონავირუსი დაუსგინეს 630 მგზავრს და ეკიპაჟის წევრებს.

წყარო: rosbalt.ru

 

კომენტარები