კორონავირუსი – უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს დროებით ჩაკეტავს
უკრაინა უცხოელებისთვის საზღვრებს 29 აგვისტოდან 28 სექტემბრამდე ჩაკეტავს.
ამის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარების გაუარესებაა.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა.
უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის უკრაინის საზღვრები 29 აგვისტოს 00:00 საათიდან 28 სექტემბრის 00:00 საათამდე ჩაიკეტება.
უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა არ აეკრძალებათ სატრანზიტო მგზავრებს, პირებს, რომლებსაც მუდმივი ბინადრობა აქვთ უკრაინაში, დიპლომატებსა და სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების წევრებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 110 ათასი შემთხვევა დადასტურდა, 53 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 354 ადამიანი გარდაიცვალა.