კორონავირუსი – ჩინეთის ქალაქ შიძიაჯუანში ლოკდაუნი გამოცხადდა

ჩინეთის ქალაქ შიძიაჯუანში ლოკდაუნი გამოცხადდა. მოსახლეობას ქალაქის დატოვება ეკრძალება. მოსახლეობა 11 მილიონ ადამიანს შეადგენს,

ხებეის პროვინციის დედაქალაქში ბოლო 24 საათის განმავლობაში,  კორონავირუსის ასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.  მოსახლეობასა და სატრანსპორტო საშუალებებს ქალაქის ტერიტორიის დატოვება აეკრძალათ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩინეთში კორონავირუსის 87 278 შემთხვევა გამოვლინდა, 4 634 ადამიანი გარდაიცვალა, 82 159 – გამოჯანმრთელდა.

კომენტარები