კორონავირუსი – 259 აჭარაში, თბილისში 111, 4 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 259 შემთხვევა, თბილისში – 111, იმერეთში – 91, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 25 , გურიაში – 8, ქვემო ქართლსა და მცხეთა – მთიანეთში – 5-5, შიდა ქართლსა და კახეთში 2-2“, – განაცხადა  თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები