კორონავირუსმა მონაკოშიც შეაღწია

ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო დღეღამის განმავლობაში ქვეყნის 26 პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სამაგიეროდ, ჩინეთის გარე სამყაროში თითქმის ყოველდღე ახალ-ახალ ქვეყნებში აღწევს ეს დაავადება. დღეს კორონავირუსის გავრცელების რუკას კიდევ ერთი ქვეყანა შეემატა – მონაკო. დაავადება დაუდასტურდა პრინცესა გრეისის საავადმყოფო ცენტრის პაციენტს. ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის უკვე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი და ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე ინფიცირებულ ადამიანს გადაიყვანენ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე საავადმყოფო ცენტრში, სადაც ეფექტურად მკურნალობენ ინფექციურ დაავადებებს. 

წყარო: gazeta.ru

 

 

კომენტარები