კორონავირუსმა ცნობილი ექიმი და მისი მეუღლე შეიწირა – ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რე გორ­გო­ში­ძე ერთჯე­რა­დად იყო აც­რი­ლი „ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნით, მისი მე­უღ­ლე კი “სი­ნო­ფარ­მის” ერთი დო­ზით იყო აც­რი­ლი

კო­რო­ნა­ვირუ­სით ცოლ-ქმა­რი – გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი ბარ­ბა­რე გორ­გო­ში­ძე და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ოთარ და­ვი­თაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვალ­ნენ.

ქალ­ბა­ტო­ნი ბარ­ბა­რე გორ­გო­ში­ძე ერთჯე­რა­დად იყო აც­რი­ლი “ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნით, მისი მე­უღ­ლე კი “სი­ნო­ფარ­მის” ერთი დო­ზით იყო აც­რი­ლი.

გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა კლი­ნი­კა­მ:

-„გემ­შვი­დო­ბე­ბით ჩვე­ნო დო­დოშ­კა, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრი GGRC უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ცენ­ტრის რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ექი­მი ბარ­ბა­რე (დოდო) გორ­გო­ში­ძე. „ჟორ­და­ნი­ე­ლი“ კად­რი, დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­ვი­ღეთ ჩვენს კლი­ნი­კა­ში სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ჩვე­უ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით, ენერ­გი­უ­ლად, ხა­ლი­სით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით შე­უ­ერ­თდა GGRC-ის გუნდს, უხა­რო­და ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი სი­ახ­ლე, ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი და აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბო­და ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში…

ის სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე მისი დახ­მა­რე­ბით 3000-ზე მეტი ბავ­შვი და­ი­ბა­და, რო­მელ­თა­გან ზოგი უკვე გა­ი­ზარ­და და თა­ვად გახ­და მშო­ბე­ლი, ისევ დოდო ექი­მის დახ­მა­რე­ბით. მისი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი აი­სა­ხე­ბა მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და წარ­მა­ტე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­ში, არა­ერ­თმა ოჯახ­მა აიხ­დი­ნა მისი დახ­მა­რე­ბით ოც­ნე­ბა. დოდო გორ­გო­ში­ძე გახ­ლდათ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დარ­გში, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია ბა­კუ­რი­ან­ში, ჩაქვსა და თურ­ქეთ­ში. გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია ქალ­ბა­ტო­ნი დო­დოს როლი ქვეყ­ნის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის წინსვლა­ში, და­უ­ღა­ლა­ვად გა­დას­ცემ­და თა­ვის ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდებს, იყო სა­უ­კე­თე­სო მენ­ტო­რი, მე­გო­ბა­რი, სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. დოდო გორ­გო­ში­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდი და­ნაკ­ლი­სია ცენ­ტრის­თვის და მთლი­ა­ნად ჯან­დაც­ვის სფე­როს­თვის, ასე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც მას იც­ნობ­და… დღეს, უსაყ­ვარ­ლეს მე­უ­ლეს­თან ერ­თად, რო­გორც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რეს, ისე ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი გა­და­ვიდ­ნენ დოდო და ბა­ტო­ნი ოთა­რი მა­რა­დი­სო­ბა­ში, ნა­თე­ლი მათ კე­თილ სულს“.

გემშვიდობებით ჩვენო დოდოშკა 
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ყველასათვის საყვარელი, თბილი და გულისხმიერი ექიმი ბარბარე (დოდო) გორგოშიძე.
„ჟორდანიელი“ კადრი, დიდი სიხარულით მივიღეთ ჩვენს კლინიკაში სულ რამდენიმე თვის წინ, ჩვეული ენთუზიაზმით, ენერგიულად, ხალისით და პროფესიონალიზმით შეუერთდა GGRC-ის გუნდს, უხაროდა ყოველი დღე, ყოველი სიახლე, ყოველი წარმატ

მეტის ნახვა

კომენტარები