„კორონავირუსმა ძალა დაკარგა. მომდევნო ერთი წელი“ – ბიძინა კულუმბეგოვი

-„ვირუსმა გარკვეულწილად თავისი ძალა დაკარგა. კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია აუცილებლად დასრულდება, მომდევნო ერთი წელი გარდამტეხი პერიოდია.

დღეს ჩვენ ყველაფერთან ერთად ლოჯისტიკური მზაობა გვაქვს სერიოზულად კარგი, ასევე, ამ ვირუსთან მიმართებით ბევრი რამ დაზუსტდა. დღეს მსოფლიოში ცნობილია, – უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა არის დაახლოებით 40 პროცენტი, თუმცა, თითოეულმა უსიმპტომო პაციენტმა უნდა იცოდეს, ის შეიძლება იყოს საზოგადოების რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლისთვის ინფექციის გადაცემის წყარო, ჩვენ ყველანი უნდა გავფრთხილდეთ, პირბადე და სოციალური დისტანცია არ უნდა დაგვავიწყდეს…

ზოგადად, ვირუსს ახასიათებს, – არ უნდა დაიღუპოს და გაქრეს, ა ის ყოველთვის ცდილობს, მასპინძელთან მოძებნოს წონასწორობა, იტრიალოს ადამიანიდან ადამიანში, მაგრამ მასპინძელი არ გარდაიცვალოს, რადგან მისი სიცოცხლეც იქ დამთავრდება, ასე რომ, ეს არის ლოგიკური გაგრძელება, მსოფლიო ისტორიულმა პანდემიებმა აჩვენა და ეს პანდემიაც აუცილებლად დამთავრდება. ალბათ მომავალი წელი იქნება გარდამტეხი“, – განაცხადა  ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები