კორონავირუსმა ძალა დაკარგა? – „რაც დრო გავა, კორონავირუსი ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის და მსოფლიო გლობალურად დაამარცხებს“

-„გრიპი და მსგავსი ინფექციები აგრესიულები არიან ცივ პერიოდში, ამიტომ, ასევე ფიქრობენ კორონავირუსთან დაკავშირებით, ამ ვირუსმა ერთი რამ აჩვენა, რომ მას სეზონურობა არ ახასიათებს.

ზაფხულის პერიოდშიც ისეთივე მაღალი იყო ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, როგორც ცივ პერიოდში.

ვირუსის აგრესულობა, იმედია, COVID-19 ნაკლებ პრობლემას შექმნის. რაც დრო გავა, კორონავირუსი უფრო ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის, ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ და დავამარცხებთ ამ პანდემიას.

პანდემიას მსოფლიო გლობალურად დაამარცხებს, რაშიც საქართველოს თავისი წვლილი ექნება“, –  განაცხადა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამა.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები