„კორონავირუსს უმრავლესობა გადაიტანს ძალიან მსუბუქად, შეიძლება უსიმპტომოდაც, ქრონიკული დაავადების მქონე“ – პაატა იმნაძე

-„კორონავირუსს ვერავინ გააქრობს, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ.

აბსოლუტური უმრავლესობა ამ დაავადებას გადაიტანს ძალიან მსუბუქად, შეიძლება უსიმპტომოდაც, ასეთები სულ უფრო და უფრო მეტი ჩნდება, მაგრამ ეს დაავადება, სამწუხაროდ, არ არის ისეთი, არავის არაფერი რომ არ დაუშავოს. სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ რაოდენობას ხანში შესული იქნება თუ ქრონიკული დაავადების მქონე, რომელსაც თავისი დაავადებით ცხოვრობდა, შეიძლება კორონავირუსმა სიცოცხლე მოუსწრაფოს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად და დავიცვათ მარტივი წესები.

მარტივი წესებია შესასრულებელი, – ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა. რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა ვმართოთ სიტუაცია, მე მესმის, რომ ყველა ექსპერტი საქართველოშია, – ჩემს ახალგაზრდობაში ფეხბურთის ექსპერტი იყო ყველა და ახლა ყველა ყველაფრის ექსპერტია, მათ შორის, კორონასი“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, კორონავირუსს ვერ გააქრობს ვერავინ, საქართველო დედამიწაზეა და ვიდრე დედამიწაზე იქნება, საქართველოშიც ვერ გააქრობ.

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა  1381-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები