„კორონა მჭირს, თითქმის ორი კვირაა – დაცვამ ამიკრძალა ზედმეტი ბოდიალი” – სად დაინფიცირდა გიორგი გაბუნია

-„კორონა მჭირს, თითქმის ორი კვირაა გამოკეტილი ვარ. მინდოდა ბევრი მემოძრავა სახლში, დამეთვალიერებინა, სად ვცხოვრობ, როგორ ვცხოვრობ, როგორ ვატარებ ორ კვირას კორონასთან ერთად,  ჩემმა დაცვამ ამიკრძალა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სახლში ზედმეტი ბოდიალი, ჩვენება, –  სად და როგორ ვცხოვრობ.

რას ვიზამთ, დიდი ხანია ტყვეობაში ვცხოვრობ. რაც გამოვიარე, ეს გზა მაქსიმუმი იყო, იქეთ ვეღარ წავალ. მოკლედ ორი სიტყვით გეტყვით, როგორ დამემართა კორონა, ვიცი, მაგრამ არ დავკონკრეტდები. სამსახურში გადმომედო.

ერთ ორშაბათს, გავიღვიძე დილით, მივხვდი, სიცხე მქონდა, ვხურდი. დაბალი სიცხე მქონდა, დაახლოებით 37.2, შუადღით ავიდა 38.5-მდე. მივხვდი, რომ მქონდა კორონა. მეორე დღეს გავიკეთე ტესტი და დამიდასტურდა.

მსუბუქ ფორმაში, ორი დღე მქონდა სიცხე, შემდეგ ყელის ჩახეხილობა, ხველება არ მქონია, არც სისუსტე, არც დაღლილობა. სამშაბათს გამიქრა გემოს და სუნის შეგრძნება. მეგონა, მალე დამიბრუნდებოდა, თითქმის ორი კვირაა სახლში ვარ გამოკეტილი, არ დამიბრუნდა. თითქოს, მიბრუნდება და შემდეგ ისევ ქრება.

ვიღაცას სამ დღეში დაუბრუნდა, ვიღაცას ხუთ დღეში. აღმოვაჩინე მეგობრები, ვინც კორონა გადაიტანა, ერთი თვე დარჩათ ეს სიმპტომი. საწუწუნო არ მაქვს, რაც მთავარია, არ ვიხრჩობი, სისუსტე და ტკივილი არ მაქვს. ველოდები გემოს და სუნის აღდგენას. ხვალ ვიტარებ განმეორებით ტესტს, დარწმუნებული ვარ, დავამარცხე. მენანება,ვერ ვმოძრაობ, ჩვეულებრივ სტუდიაშიც არ მიყვარს დამჯდარი როცა მიმყავს გადაცემა“, – განაცხადა ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ –  გადაცემა „პოსტ ფაქტუმი“ სახლიდან წაიყვანა.

კომენტარები