„კორორონავირუსი ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში“ – ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

-„რეგულაციების შემსუბუქების პროცესში, ცხადია, ინფექციის გავრცელების რისკი, იზრდება. ქვეყნები და ეკონომიკები ჩაკეტილი ვერ იქნება.

ყველანაირი პროგნოზით, კორონავირუსული ინფექცია არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც ერთ და არც ხუთ თვეში. ალბათ, ჩვენ და მთელ სამყაროს გარკვეულ პრობლემებს კიდევ ერთი წლის და მეტი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის, სანამ არ იქნება ეფექტური ვაქცინა და ეფექტური წამალი.  ის სლოგანი, -ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსულ ინფექციასთან, ძალაში რჩება. ეს  ნიშნავს, რომ თანდათან უნდა გავზარდოთ მობილობა. ამის პარალელურად ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა აუცილებელია. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, – ყოველდღიურად 7, 10, 15, 20 შემთხვევა, – ჯანდაცვის სექტორისთვის დიდი პრობლემა არ გახლავთ, ამ შემთხვევებს საკმაოდ კარგად მართავს. დაახლოებით, ამ ჩარჩოში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მუშაობა..

„ვიმსჯელეთ ვაქცინაციის შესახებ. „კოვიდის“ ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე გადადის, ცხრამდე ვაქცინა კლინიკურ კვლევებს გადის, აქედან სამი მესამე ფაზის კვლევებშია. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა.

ორგანიზაციის „ვაქცინების გლობალური ალიანსი“ კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საგარეო და ფინანსთა სამინისტროები. არის გარკვეული პირობები,  რა ეტაპები უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებ განაცხადთან დაკავშირებით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1436 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები