კოსმოსში ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი გავიდა

კოსმოსში მხოლოდ ქალებისგან შემდგარი ეკიპაჟი გავიდა.

ამერიკელი ასტრონავტები, კრისტინა კოხი და ჯესიკა მეიერი მისიის ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარე კვების ბლოკს შეცვლიან. ისინი კოსმოსში ხუთ საათს გაატარებენ.

ამ დრომდე, კოსმოსში მხოლოდ 13 ქალი იმყოფებოდა. მათ შორის არის კრისტინა კოხი, რომელიც მსგავს მისიაში მეხუთედ მონაწილეობს. ჯესიკა მეიერი მეთოთხმეტე ქალია, რომელიც კოსმოსში გავიდა.

პირველი ქალი კი, ვინც კოსმოსში გავიდა, სვეტლანა სავიცკაია იყო. მან ეს მისია 1984 წლის 25 ივლისს შეასრულა.

 

 

კომენტარები