კოსოვოს საზღვარზე სერბეთის არმიის განლაგება დაიწყო

დაძაბული ვითარებაა სერბეთში, სადაც სრული სამხედრო მზადყოფნაა გამოცხადებული. როგორც სერბული მედია იუწყება, ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთით, სერბეთის პოლიციამ 28 მაისს წამოიწყო სპეცოპერაცია, სერბეთის უკანონო ფორმირებების წინააღმდეგ.

რის შემდეგაც სერბეთის პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვოს საზღვარზე სერბეთის არმიის განლაგება დაიწყო.

კომენტარები