კოსტა-რიკაში ალკოჰოლური მოწამვლით 19 ადამიანი დაიღუპა

კოსტა-რიკაში ალკოჰოლური მოწამვლით 19 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა:
„32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს“.
მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი დაბინძურებულია.

კომენტარები