კრამერის მიზანიც ეს იყო, რომ უარი გვეთქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე

 

აი ამაზე საუბრობდა ირმა ინაშვილი – როდესაც კრამერ – ბრაიზებს დაუპირისპირდა!

სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა თავის დროზე კრამერიც საქართველში!
ბოკერია – კობახიძეებთან ერთად დავერწმუნებინეთ, რომ უარი გვეთქვა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, ორი რეგიონის დათმობის ხარჯზე კი ნატოში შევსულიყავით!

უკვე მერამდენე განცხადებით, უნდა მიგვანიშნონ, რომ ნატოში გაწევრიანება არ ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და რა თქმა უნდა არც არავითარ ინსტრუმენტს არ წარმოადგენს ალიანსის წევრობა.

რასმუსენის ეს განცხადება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ერთადერთი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, შერიგებაზე, პირდაპირი დიალოგის დაწყებაზე და მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე გადის.

პირველ რიგში კი საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან ნატოში გაწევრიანების სურვილი.

სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა საქართველოში კრამერიც, რომელიც ”კობახიძე – ბოკერიებთან” მართავდა დისკუსიებს, დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესი და პირველი ეტაპი სწორედ ეს იყო ალიანსში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანება, შემდეგი ეტაპი კი ამ რეგიონებზე საბოლოო უარის თქმა იქნებოდა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები