კრასნოდარის გულისხმიერი მაცხოვრებლები გარეულ დათვს აჭმევენ

კრასნოდარის ოლქის ცენტრალურ გზაზე, გარეული დათვი ხშირად გამოდის ხალხთან საჭმლის სათხოვნელად.

პირველად, დათვმა მოწყალებით მიღებული საკვები ივლისის დასაწყისში დააგემოვნა, მერე კი, მათხოვრობას შეეჩვია.

გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ უგდებს ავტომანქანის მძღოლი დათვს ღვეზელს; დათვი ღვეზელს ტყეში მიათრევს და კვლავ ბრუნდება მანქანასთან.

ინფორმაციას „tourism.interfax.ru“ ავრცელებს.

კომენტარები