კრემლში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

კრემლში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებმა მთიანი ყარაბაღის თემაზე დაახლოებით ოთხი საათი გასტანა და ნაყოფიერი გამოდგა.

შეთანხმდნენ ვიცე-პრემიერების დონეზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც იმუშავებს ტრანსპორტისა და ეკონომიკური კავშირების დამყარებაზე.
სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იანვარში გაიმართება, განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი კი მარტისთვის მზად უნდა იყოს.

ვლადიმერ პუტინთან პაშინიანის და ალიევის შეხვედრა დახურულ კარსმიღმა მიმდინარეობდა.

შეხვედრის გახსნისას რუსეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ალიევს და პაშინიანს მოსკოვში ვიზიტისთვის.

ვლადიმერ პუტინმა ყარაბაღში რუსი მშვიდობის მყოფელების როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფში მიღწეული ძირითადი მოვლენების მონიტორინგს და განაგრძობს მოქმედებების შემოწმებას სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ამ ფორმატის თანათავმჯდომარეები არიან (შეერთებული შტატები და საფრანგეთი).

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის შესახებ 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმებები “თანმიმდევრულად ხორციელდება”. პუტინის აზრით, ეს “ქმნის აუცილებელ წინაპირობებს ხანგრძლივი კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის ყველა სამართლის დაცვით.

ვლადიმერ პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები “იყო, რჩება და იქნება მეგობრული” ყველა მიმართულებით. ”ჩვენ მჭიდრო პარტნიორები ვართ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში”, – თქვა მან. რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასული წლის რთული პერიოდის მიუხედავად, რუსეთსა და სომხეთს შორის ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში თითქმის 4% -ით გაიზარდა.

პაშინიანმა ორმხრივ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა, რომ ”რუსეთი იყო და რჩება სომხეთის” მთავარ სტრატეგიულ მოკავშირედ ”.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები