კრიზისის გამო „იუვენტუსმა“ შეიძლება რონალდუ გაყიდოს

„იუვენტუსი“ განიხილავს თვისი თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის შესაძლებლობას. ამის შესახებ Il Messaggero-ს ინფორმაციზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა A Bola.
წყაროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად კლუბი განიხილავს სამ ვარიანტს,

პირველი ვარიანტის მიხედვით, პორტუგალიელი შეიძლება გაყიდონ 70 მილიონ ევროდ. ორ დანარჩენ შემთხვევაში რონალდუ რჩება გუნდში, მაგრამ ან 2022 წლამდე, ვიდრე არ დასრულდება მოქმედი კონტრაქტი, ან ხელშეკრულების გაგრძელებით, მაგრამ ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებით.
წყარო: korrespondent.net

კომენტარები