„კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება, უკმაყოფილო ადამიანების “ – აკაკი მინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, აკაკი მინაშვილმა “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა:

-„კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი კიდევ გაიზრდება. ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი რომ მოეწერა – ამით კრიზისი მოგვარდება, სამწუხაროდ, ასე არ იქნება. 

უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს აუცილებლად ასე იქნება, ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით მოხდება. ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ისტორია გადაწეროს და ძალადობა, რომელიც 20 ივნისს იყო, ჩაფარცხოს. ბუნებრივია ეს მიუღებელია”.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები