კურორტ ბეშუმში გზის რეაბილიტაცია იგეგმება – 1 233 771 ლარია გამოყოფილი

კურორტ ბეშუმში მთავარი გზის 1-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 233 771 ლარია გამოყოფილი.

გზის რეაბილიტაციაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული ვალდებული იქნება ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. პირობის მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს ასეთი წერილობითი დავალების მიღებამდე.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი იწყება ბეშუმის მჭიდრო დასახლებული უბნის შესასვლელიდან, გადის დასახლების მთავარი გზით და მთავრდება კურორტის ძირითადი, მჭიდრო დასახლების ბოლოს, სპორტული მოედნის მიმდებარედ. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 1.04 კმ-ია.

კომენტარები