კურტ ვოლკერი: „გამარჯვებულებმა მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ,დამარცხებულები პარლამენტში ოპოზიციად უნდა შევიდნენ“

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე გვერდზე, მერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის  სტატია გამოქვეყნდა.

-„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულები პარლამენტში ოპოზიციად უნდა შევიდნენ. დემოკრატიული პროცესი ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს. დიპლომატი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს ეხმაურება. რეგიონში არსებული ვითარების გარდა საუბარია საქართველოს შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზეც.  ოპოზიცია საპარალამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან კანონის უზენაესობა ყველა მხრიდან უნდა დაიცვას,  დაჟინებით მოითხოვოს თაღლითობის ბრალდებების გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღება. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას, – დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევისა და შემოწმების შემდეგ გამარჯვებულებმა მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ, დამარცხებულები პარლამენტში ოპოზიციად შევიდნენ და ყველა მხარემ დემოკრატიული პროცესი უნდა გააგრძელოს. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს“, – მიიჩნევს დიპლომატი.

კომენტარები