ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ორი მამაკაცი უპატრონო ძაღლმა დაკბინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ორი მამაკაცი უპატრონო ძაღლმა დაკბინა. ძაღლს  ცოფი აღმოაჩნდა.

ლაგოდეხის საზოგადოებრვი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ:

„ცოფის შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ერთმა მამაკაცმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, მეორე დაკბენილი კი მკურნალობის ჩატარებაზე უარს აცხადებს“.

მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, ვისაც, შესაძლოა, დაავადებულ ძაღლთან რამე სახის კონტაქტი ჰქონოდა.

ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა. მისი განკურნება დროული ვაქცინაციით შეიძლება“.

 

 

კომენტარები