ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტის გაუპატიურების ფაქტი – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტის გაუპატიურებაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრძამიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე 7 ათასი ლარის სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურა  პატიმრობას. საბოლოოდ მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების ოთარ სამუნაშვილის არგუმენტები გაითვალისწინა, რომელიც ბრალდებულს საქმის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენას და მიმალვას უკავშირდებოდა.

ლაგოდეხის ნაკრძალში, 4 სექტემბერს უცხოელ ტურისტზე ადგილობრივი კაცის მიერ სექსუალური ძალადობის ფაქტი მოხდა. გერმანიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იმყოფებოდა.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში ​უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიება ახალგაზრდა კაცს, საქართველოში გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ქალის, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება.

მომხდარზე გამოძიება 137-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 6- დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები