ლადო კახაძე: ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეა თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული

მთაწმინდის რაიონის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში მშვიდობამ გაიმარჯვოს.
მისივე თქმით, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მინდა, რომ პირველ რიგში გაიმარჯვოს მშვიდობამ და განვითარებამ, იმ ქვეყნის მთლიანობის აღდგენის იდეის გამარჯვებამ, რაც თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ვინც უნდა გაიმარჯვოს, ეს არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კახაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზუგდიდში წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიღაცების სურვილია მათი შიგნიდან “გატეხვა“.

კომენტარები