ლავროვი – საქართველოს და რუსეთის ერთმანეთისგან ჩამოშორება აშშ-ს ბრალია

დასავლეთის ქვეყნები აშშ-ს მეთაურობით, რუსეთიდან საქართველოს „მოწყვეტას“ ცდილობენ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა სერგეი ლავროვმა.

ლავროვი აღნიშნავს, რომ მოსკოვი თბილისთან ურთიერთობის გაურესებას არასდროს არ ცდილობდა. სწორედ ქართულმა მხარემ, მიხეილ სააკაშვილის დროს გაწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და ყველანაირად ეცადა ეკონომიკური ურთიერთკავშირის შეზღუდვას.

ლავროვის თქმით, საქართველოს და რუსეთის ერთმანეთისგან ჩამოშორება დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიღწევაა.

წყარო: „russian.rt.com“.

 

კომენტარები