ლარი კვლავ გამყარდა

ეროვნული ბანკის ცნობით, 30 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა –  3.0719 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0771 ლარი იყო.  დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.52 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6086 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4399 ლარს შეადგენს,გამყარდა ფუნტი – 3.9944 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 31 ივლისიდან შევა ძალაში.

კომენტარები