ლას-მარგარიტასის მერი ავტომობილს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს

მექსიკაში, ლას-მარგარიტასის მერი  ხორხე ესკანდონი ავტომობილს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს,  ვიდრე პოლიციამ ავტომობილი არ გააჩერა. ამ ინფორმაციას გამოცემა Heraldodemexico ავრცელებს.

მერი მოსახლეობას გზების მშენებლობას დაპირდა და დანაპირები არ შეასრულა.

ესკანდონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხელისუფლებამ ადგილობრივები მერის გატაცების მცდელობაში დაადანაშაულა, დაკავებულია 30 ადამიანი.

კომენტარები