ლატვიამ მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა – ლატვიელი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 54%-ია

ლატვიამ 21 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის ჩათვლით მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა. მაღაზიები, რესტორნები, სკოლები და გასართობი ცენტრები დაიხურება, მხოლოდ აუცილებელი სერვისები იფუნქციონირებს და დაწესებული იქნება კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან – დილის 5 საათამდე. ნებადართული იქნება მხოლოდ ძირითადი წარმოების, სამშენებლო და კრიტიკული სამუშაოების გაგრძელება. ამ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

-„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრთხეშია. ამ კრიზისის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. ბოდიში უნდა მოვუხადო უკვე აცრილ ადამიანებს“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა კრისიანის კარინსმა.
ევროკავშირის მონაცემებით:

ლატვიელი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 54%-ია სრულად აცრილი, რაც ევროკავშირის მონაცემების მიხედვით დაბალი მაჩვენებელია.

მოგზაურობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ გამოცხადებულა.

COVID 19–ის შემთხვევები ზრდის გამო ლატვიის მთავრობამ გასულ კვირას საავადმყოფოებში დაგეგმილი ოპერაციები გააუქმა.

კომენტარები