ლაფანყურში, მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

კომპანია „ართანა-ლოპოტამ“ ამასთან დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა:

„ადგილობრივების პრეტენზიები უსაფუძვლოა და ჰესის პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვთ მოპოვებული.

შესაბამისად, პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ გაწეული წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღიქმება როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება კერძო ინვესტორზე თავდასხმად მიიჩნევა“.

კომენტარები