ლაშა ამირეჯიბი: ეხლა კი დავდგეთ და ერთმანეთს შეუძახოთ: ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტები!

– „ისე დავეცით და ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ ერთმანეთს ვუძახით – ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტებიო! ვინ შეიშნოვა, როცა მართლა გყვავდა ტურისტები, როცა რიგები იდგა ლარსის და სხვა გამშვებ პუნქტებზე. როცა ეს საცოდავი ბიუჯეტი ასე თუ ისე ტურისტების ხარჯზე სუნთქავდა და პულსი ესინჯებოდა. არც ეს მოეწონა მავანს, შინაურ მტერს და იფიქრა, ბევრი მოუვათ ქართველებსო, გაძღებიან, გაზულუქდებიან გაძლიერდებიან და ჩვენ მოგვიბრუნდებიანო, ანუ ხელისუფლებასო და უმალ არქიფოს ხერხს მიმართეს. სასწრაფოდ დაავალეს ბოკერია-სააკაშვილის გუნდს მოეხდინათ ის, რასაც ეხლა ვიმკით. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ტურისტები დავკარგეთ, ხაზინა ცარიელია, ხალხი მშიერი დავტოვეთ და ბოკერიასაც შერჩა ხახვივით დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა.
თითქოს და არაფერი არ მომხდარა… ბოკერია-მელიას ტანდემმა ზედმიწევნით კარგად შეასრულეს მათზე შინაურულად დაკისრებული ვალდებულება და ქვეყანა კიდევ ერთხელ შიმშილის პირას მიიყვანეს…
მოდის ზამთარი ბადრიჯანი, კიტრი და პომიდორი ხალხს ვერ დაანაყრებს. საჭიროა ხორცი! არადა ბანკები გვახრჩობენ, პროცენტები გადასახდელია, აღმასრულებელი სისხამ დილით გაცხრება თავს და აუქციონით გემუქრება, რაც გაბადია ყველაფერს გაგიყიდიო!. ბოკერია, ძაღლის შვილი გაქრა არსად სჩანს… გულით, რომ გინდოდეს ნახვა, ვერსად გადააწყდები. თავის საქმე გააკეთა და დამალეს! ისევ შიდა მტერმა დამალა, რომელმაც მას ის დავალება მისცა. მთელი ამ უბედურების ავტორი ბოკერია-მელიას წყვილი გახლავთ. მათ შეასრულეს და მოქმედებაში მოიყვანეს შიმშილის მანქანა.
ბიძო სდუმს, ვანო რუსთავი 2- ს ყიდულობს, უჩა ბიზნესებს ალაგებს, ბაქოდან „ლევ“ ნავთობს ეზიდება. ოთარა (დ.ღ.გ). გადასახადს უმალვს ისედაც დაქცეულ ბიუჯეტს, ბიძომ ყველაფერი იცის და ვითომ არაფერი სმენია ამის შესახებ.
ბიძო სდუმს, ბოკერია ხელშეუხებელია! მართლმსაჯულება მელიას საყელურის შებმით შემოიფარგლა. გია ბარამიძე პატიოსანი კაცია და კანონს როგორ დაარღვევს. არადა აფრასიძეების დახვრეტა მის დამპალ კისერზეა. გუბაზია საკუთარ გამზრდელ მამობილს დედის რძეს აგინებს და კაცი არ გამოჩნდა მამობილის დამცველი… კობახიძემ გავრილოვი საკუთარ ტახტრევანში ჩასვა და ბაქოში გაიქცა! გააჯ@@@ინეს კომ-პარტიიდან.
ნიკა გვარამია – ქათამი – ახალი ტელევიზიის შექმნით გვემუქრება. კახა კალაძე ქალაქს აშენებს, სპეც-სამსახურებს კი საღათას ძილით სძინავთ.
გახარია პრემიერობაზე ოცნებობს და საქართველოში ნარკოტიკის შემოდინება არ შეაჩერა, პირიქით მიუშვა ნებასა!

ეხლა კი დავდგეთ და ერთმანეთს შეუძახოთ: ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ტურისტები!“ – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სზოგადოებრივი აქტივისტი, ქართველი კლასიკოსის, ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი.

კომენტარები