ლაშა არქანია: ჩემი მწამებელი ჯალათები დასჯის ნაცვლად დააწინაურეს! მოვითხოვ, უკლებლივ ყველას – პასუხი აგებინონ!!!

2011წლის 14 ივნისს უკანონოდ იქნა დაკავებული და შემდეგ წალენჯიხის რაიონის ჯვარის პოლიციის სამმართველოში სასტიკად ნაწამები ლაშა არქანია. 

წალენჯიხის რაიონის სამმართველოს უფროსი გოჩა გოგოხია, ჯვარის განყოფილების უფროსი სოსო აბაშიძე, წალენჯიხის, ჯვარის და ზუგდიდის თანამშრომლების: დავით კვარაცხელიას, თორნიკე შელიას, ილუშა აქუბარდიას, ილო სონგულიას, ხატაბერ სამუშიას, რუსლან აბულაძის და სხვა პირების მიერ განხორციელდა ლაშა არქანიაზე არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნული პირები მას ემუქრებოდნენ ხელკეტის მეშვეობით გაუპატიურებით, სცენდნენ იარაღის კონდახით სასქესო ჯირკვლების მიდამოებში, პირში ა.კ.ს-ის ტიპის ლულას უდებდნენ სასხლეტის გამოკვრით ,,იღლიებში ანთებულ სიგატეტს უქრობდნენ. 

მიმდებარე სოფლის ბლოკის ცეხის შენობაში წამების შემდგომ პოლიციელებს გოჩა გოგოხია შემოუერთდა პოლიციელებს, რომელთათვისაც სცადა ლაშამ რომ აეხსნა მისი უდანაშაულობა და სთხოვა თუ რამე გასარკვევი იყო პოლიციის განყოფილებაში გაერკვიათ კანონის ფარგლებში და არა იმ ავადმყოფ პოლიციელებთან ვინც სიგარეტით ამოუწვეს იღლიები. პასუხი იყო – გადაიყვანეთ განყოფილებაში და დაამუშავეთო. ჯვარის პოლიციის შენობაში ჩააქრეს შუქი ,ჩამოწიეს ჟალუზები და კომპიუტერის შუქზე გოჩა გოგოხიას აქტიური მონაწილეობი ლაშა არქანიას სცემდა ათამდე პოლიციელი. სცემდნენ ხელებით და ფეხებით. ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. 

ცემისას რამდენჯერმე დაკარგა გონება. ასხამდნენ ცივ წყალს, რადროსაც ფხიზლდებოდა სიცივისა და სისველის შეგრძნებით. ერთერთი გამოფხიზლებისას დაალევინეს წყალი, ამის შემდეგ ბუნდოვნად ახსოვს ერთმანეთს ეუბნებოდნენ არ შემოგვაკვდესო. წყალში გარეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. პერიოდულად, გრძნობაზე მოყვანის და დაკარგვის შუალედებში ითხოვდნენ მისგან, ლაშასთვის უცნობი პირების ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის დადასტურებას, ემუქრებოდნენ მოხუცი დედის გაუპატიურებით და ოჯახის ამოხოცვით. 

სიკვდილის პირამდე მისულს, ნარკოტიკით გაბრუებულს, გოჩა გოგოხია და კოხტა კოდუა (როცა ლაშა შემოაკვდებოდათ მაგრამ ხელს არავის დაადებდა) პრეზერვატივწამოცმული ხელჯოხი დადეს მის წინ მაგიდაზე და შეპირდნენ გაუპატიურებას, თუ გამომძიებელ ილუშა აქუბარდიას მიერ შეთხზულ ლეგენდაზე არ მოაწერდა ხელს და არ აღიარებდა!

 კერძოდ:  ლაშა არქანიას ბრალი წარედგინა და 2011 წ 23 აგვისტოს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის”,ა” ქვეპუნკტითა და 236 მუხლის 1 და 2 ნაწილებით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა…

ლაშა არქანია არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობდა დამნაშავედ. 2011 წ 15 ივნისის ჩვენება (რომელიც ადვოკატების აყვანის შემდგომ უარყო) მოპოვებული იყო ზეწოლის შედეგად, რასაც ადგილი ქონდა დაკავებისას და პოლიციის განყოფილებაში. სამივე სასამართლო ინსტანციაში დაცვის მხარე ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას უკანონო ბრალდებაზე, ვინაიდან ბრალდება აგებული იყო ცემისა და წამების შედეგად გამოძალულ აღიარებით ჩვენებაზე,მაგრამ უშედეგოდ, არცერთმა სასამართლოს მოსამართლემ ყურად არ იღეს აღნიშნული ფაქტი

ლაშა არქანიას მიმართ პოლიციის მხრიდან ადგილი ქონდა წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. აღნიშნული დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით

  1. 1. საქმეში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორიის ინსპექტორის .გვარამიას მიერ ლაშა არქანიას დაკავების დღის,.2011 15 ივნისის 07 და15 წუთზე შედგენილი დაკავებულის გარეგანი დათვალიერების ოქმით,, მითითებულია:ზურგის მარცხენა მხარის დაბეჟილობა.ორივე ყურის უკანა მხარეს სიწითლე. იღლიების დამწვრობა ანთებული სიგარეტების გამოყენებით
  2. ზუგდიდის სასწრაფო დახმარების 03-ის გამოძახების ბარათის #6 ექიმ როგავას ჩანაწერების მიხედვით: 2011 16 ივნისს 11 და55 წუთზე გასინჯული ლაშა არქანია უჩივის თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, გულის რევას, საერთო სისუსტეს. დიაგნოზი:-ტვინის შერყევის შემდგომი პერიოდი
  3. საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის 2011 20 ივნისის დასკვნით ლაშა არქანიას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა: სხეულზე დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევის სახით მიყენებული, რომელიც არის რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ დროს
  4. ლაშა არქანიას დაკავებისას თანცმულ მაისურზე და ჯინსის შარვალზე აღენიშნებოდა ცემისა და წამების დროინდელი სისხლის ლაქები.”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის მიერ -30/12/2011 და14/06/2012 წლების ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #018729-2012/12#27069-2012 დასკვნებიდადგენილია, რომ ლაშა არქანიას გენეტიკური პროფილი და 2011 წლის 30 დეკემბრი ს#027069-2011/12 გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაში მიღებული სისხლის ლაქების გენეტიკური პროფილი იდენტურია 15strლოკუსით.” 
  5. .სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს#296 2011 წლის 13,09,11დასკვნა, რომლის მიხედვით მსჯავრდებულ ლაშა არქანიას ზუგდიდის #4 დაწესებულებაში შემოწმებისას ასევე დაუდგინდა,”მარცხენა და მარჯვენა იღლიის არეში უსწორო ფორმის ნაწიბურები. ასევე, მარცხენა წვივის არეში არსებული ნაწიბურები.” 
  6. სასჯელაღსრულების ზუგდიდის მე-4 დაწესებულების ბრალდებულმსჯავრდებულის, . არქანიას სამედიცინო ბარათის 17/06/11-ის განაწესების მიხედვით; “მარცხენა ბეჭის არეში დაბეჟილობა. მარცხენა ქვემო კიდურზე ექსკორაციები და მარცხენა თვალბუდის არის დაბეჟილობა. უჩივის თავის ტკივილს, უპირატესად ღამის საათებში. ხმაურს ყურში, უძილობას.”.
  7. წალენჯიხის სასწრაფო დახმარების ბრიგადის “03” ექიმის . კვარაცხელიას – 15.06.11-ის 05 საათზე შემოწმების შედეგადდეფეკაცია, შარდის შეუკავებლობა.” 
  8. 2011 17 ოქტომბერს,,ემპათია“”- მიერ გაიცა ლაშა არქანიას კომპლექსურკომისიური, ამბულატორიული, ფიზიკური და ფსიქიკური სამედიცინო შემოწმების დასკვნა.დასკვნაში ვკითხულობთ:

–  ლაშა არქანიას დაკავებისას ადგილი ქონდა მასზე ფიზიკურ ზემოქმედებასა და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებს: ურტყამდნენ წიხლებს,თავს არტყმევინებდნენ მაგიდაზე, ურტყამდნენ მუშტებს თავის მიდამოებში,,მარცხენა თვალბუდეში გარტყმული აქ მუშტი. მიღებული აქვს ქალატვინის დახურული ტრამვა. ტრამვის შედეგად განვითარებული მწვავე სიმპტომები: გონების მრავალჯერადი დაკარგვა, ჯვარიდან წალენჯიხამდე მრავალჯერადი ღებინება, ტრამვის შემდგომი პერციალური ამნეზიააღნიშნული სიმპტომები დიდი ალბათობით შესაბამისობაშია სასტიკი მოპყრობის შესახებ განცხადებასთან. წინასწარი დიაგნოზით მას აქვს ქალატვინის დახურული ტრამვა. დიდი ალბათობით პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირშია გამოსაკვლევი პირის მიერ განცხადებულ ცემასა და წამების ფაქტთან. მხარის სართულის არის დამწვრობები ხარისხის (T22.4-ICD-10)იგლიის ორივეფოსოში არსებული დამწვრობის კვალი ასევე დიდი ალბათობით მიზეზ შედეგობრივ კავშირში იმყოფება გამოსაკვლევი პირის მიერ განცხადებულ ცემასა და წამების ფაქტთან, კერძოდ ანთებული სიგარეტით მიყენებულ დამწვრობასთან.. ანტეროგრადიული ამნეზია, დროში დეზორიენტაცია, კლინიკური სურათით ვლინდება და ამჟამად გრძელდება მეხსიერებისა და ორიენტაციის პრობლემები: ტრამვის შემდგომ მოვლენებს ვერ იხსენებს. ორიენტირდება დროში სხვა პატიმრების დახმარებით. პაციენტის მოცემული მდგომარეობა როგორც ავღნიშნეთ, დაკავშირებულია თავის ტვინის ტრამვულ დაზიანებასთან ,ხოლო ის,რომ პაციენტი აღნიშნულს მიაწერს ნარკოტიკის მიღების შედეგს, მეტყველებს იმაზე, რომ პიროვნებას არააქვს სათანადო ინფორმაცია აღნიშნული ნარკოტიკის ზემოქმედების შესახებ და არც ამდაგვარი ძლიერი ტრამვების შესახებ. ასევე მას გააჩნია აკვიატებულობის სინდრომი. ამგვარად, მოცემულ ანამნეზიურ, კლინიკურ-ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, პაციენტს აღენიშნება პოსტტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც დიდი ალბათობით კავშირშია პაციენტის მიერ მოთხრობილ ისტორიასთან.. დიაგნოზი-”პოსტკონტუზიური სინდრომი (FO7.Z ICD-10). პოსტტრამვული სტრესული აშლილობა(F41.1 ICD-10)ამავე დროს პავიენტში შეინიშნება სექსუალური ძალადობის მუქარის მოყოლისას ერთგვარი თავისარიდების კომპლექსი. უნდა განვიხილოთ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება თვითდაზიანების ეპიზოდი,. ამდენად ლ. არქანიას დაზიანება თავის ტვინის დაბეჟილობის სახით მიყენებული აქვს რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ლაშა არქანიას სხეულზე დაზიანების ხარისხი განისაზღვრება როგორც ნაკლებად მძიმე ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.”

“ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები უდაოდ ადასტურებენ პოლიციელების მხრიდან ლაშა არქანიას მიმართ წამების, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის, განზრახ სისხლის პასუხისგებაში მიცემის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტს, რაც ისჯება სისხლისსამართლის წესით, რის თაობაზეც არაერთხელ მიმართა დაზარალებულმა მთავარ პროკურატურას კონკრატულ პირთა მიმართებაში დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუმცა უშედეგოდ.

 ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე”არქანია საქართველოს წინააღმდეგ””(საჩივარი#2625/) 2020 წლის 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ:

  1. ადგილი პქონდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებით და პროცედურულ დარული ნაწილების დარღვევას: 
  2.  ლაშა არქანიას მიმართებაში ადგილი პქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევასუ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ შესაბამისი გარემოებების აღწერა მომჩივნის, ლ.არქანიას მიერ,მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, დეტალური და თანმიმდევრული იყო შესაბამისი სამართალწარმოების დაწყებიდან და მთელი შემდგომი პერიოდის განმავლობაში. ის მოუცავს თანმიმდევრულ ინფორმაციას მის მიმართ არასათანადო მოპყრობის განხოეციელების დროსა და ადგილის შესახებ,თუ როგორ ეპყრობოდნენ მას პოლიციელები და ასევე, მათ მათ სახელებს, ვინც სავარაუდოდ დაუქვემდებარა ამგვარ მოპყრობას.. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნარომგარდა ლაშა არქანიას ჩვენებისა არსე ბობდა სხვა ფაქტორები, რომელიც ადასტურებს მის ჩვენებებს. სამედიცინო მტკიცებულებების მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გარდა სასამართლომ აღნიშნა სამი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამყარწბდა .არქანიას მიერ წარმოდგენილ ვერსიას.მომჩივნის მეზობლებისა და მეგობრის ჩვენებები ასევე შესაბამისობაშია.უოველ შემთხვევაში. რაც შეეხება მომჩივნის de facto დაკავების დროს სასამართლოს მოსაზრებით, მიაჩნია რომ ლაშა არქანიას წამების საქმის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება დამაჯერებელია და რომ მის მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული არაადამიანური მოპყრობა დადგენილია ‘”გონივრულ ეჭვს“” მიღმა. საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებისა და .არქანიას მიმართ არასათანადო მოპყრობის დეტალური და თანმიმდევრული შეჯამებით სასამართლომ დაადგინა,რომ ეს დაზიანებები იყო არასათანადო მოპყრობის შედეგი, რომელსაც დაექვემდებარა . არქანია როდესაც ის იმყოფებოდა პოლიციის კონტროლის ქვეშ

 

ევროპულმა სასამართლომ სტანდარტით დაადგინა რომ ადგილი პქონდა როგორც კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევას, ასევე, კონვენციის მე-5მუხლის 1-ველი პუნქტის დარღვევას. სასამართლომ აღნიშნა რომ . არქანიას ბრალდებები არასათანადო მოპყრობის შესახებ გამყარებულია სამედიცინო მტკიცებულებებით. მტკიცებადი იყო გარდა ამისა, მომჩივნის ბრალდებები,საკმაოდ სერიოზული იმისთვის,რომ მიეღწია სიმძიმის იმ დონისთვის,რომელივ საჭიროა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფეროში მოსაქცევად.

 

ამრიგად ხელისუფლების ორგანოები ვალდებულები იყვნენ, რომ ჩაეტარებინათ ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ . თბილისის პროკურატურაში განახლდა შეჩერებული საქმის წარმოება,ჩატარდა სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებებს დაემატა არაერთი ახალი მტკიცებულებები,რომლებიც“”გონივრულ ეჭვს “”მიღმა დასტურდება:

 

  1. .არქანიასმიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტი
  2. 2. პოლიციელების(რუსლან აბულაძის,ხატაბერ სამუშიას,)მხრიდან .ატქანიას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი

3.პოლიციელების მხრიდან (გმომძიებელი ილუშა აქუბარდია) მტკიცებულებების (.არქანიას დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი) ფალსიფიკაციის ფაქტი.

  1. პოლიციელების (თორნიკე შელია. დავით კვარაცხელია) სასამართლოში მიცემული ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, რომ ლ.არქანიას დაკავებისას პქონდა ნარკოტიკი და იარაღი.. 

 

ქ. თბილისის პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებობს არაერთი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისია იმისთვის რომ მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კონკრეტული პირები :

 1.გოჩა გოგოხია. 2.ილუშა აქუბარდია. 3.ხატაბერ სამუშია. 4.რუსლან აბულაძე 5 .თორნიკე შელია. 6. რევაზ ლაზიშვილი. 7. კოხტა კოდუა. 8. გიორგი სამუშია. 9. ილო სონგულია. 10. დავით კვარაცხელია.. 

 

 – „მე, ლაშა არქანია ვაცხადებ, რომ წინა ხელისუფლებამ მაწამა და მომეპყრო არაადამიანურად. შემილახა ღირსება და ამით,ნაცვლად იმისა რომ მქონოდა მოლოდინი, რომ სახელმწიფო იკისრებდა პოზიტიურ ვალდებულებას და დამნაშავე პოლიციელებს მისცემდა სისხლის სამართლის პასუხისბებაში, მოხდა პირიქით:

 

მთავარი ორგანიზატორი ჩემი უკანონო დაკავებისა და მწამებელი გოჩა გოგოხია (2011 წ იყო წალენჯიხის პოლიციის უფროსი) საქართველოს პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის მიერ დაჯილდოვებულ იქნა ვახტანგ გორგასლის ორდენით. ხელისუფლების ცვლილებამ გამიჩინა იმედი რომ დამნაშავეები აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე. თუმცა დღეს წინა ხელისუფლების მიერ გორგასლის ორდენით დაჯილდოებული გოჩა გოგოხია, ამ ხელისუფლების მიერ დაჯილდოებულია თანამდებობით-აფხაზეთის ა/რ პოლიციის განყოფილების უფროსი. დავით კვარაცხელია-(ცრუ მოწმე) დარჩელის განყოფილების უფროსი. რეზო ლაზიშვილი-სასაზღვრო პოლიციის განყოფილების უფროსი. თორნიკე შელია -(ცრუ მოწმე) ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე.

 

მოვითხოვ, შეწყდეს ჯალათების მფარველობა და მათ პასუხისმგებლობა დაეკისროთ ჩემი წამების გამო!“

 

 

 – წერს ლაშა არქანია

 

 

ლაშა არქანიას სასტიკად წამების შესახებ სხვა მასალების სანახავად გადადით ბმულებზე: 

 

https://tvalsazrisi.ge/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91/

 

https://tvalsazrisi.ge/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98/

 

კომენტარები