ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონია

ლაშა ბექაური (90 კგ) ევროპის ჩემპიონია!
ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.
ოქროს მედლისთვის გამართული შეხვედრა ბექაურმა მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა. ბექა ღვინიაშვილი კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
კომენტარები