ლაშა დარსალია – მასალები გადავეცით და აზერბაიჯანული მხარე, დიდი ალბათობით, სწავლობს მას, შესაბამისად, პოზიცია კომისიების შეხვედრებზე იქნება ცნობილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანულ მხარეს მასალები გადაეცა, მათთან ოფიციალურ დონეზე შეხვედრა აღარ ჰქონიათ, შესაბამისად, როგორც დარსალია ამბობს, მათი პოზიცია კომისიების შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

„მასალები გადავეცით და აზერბაიჯანული მხარე დიდი ალბათობით სწავლობს ამ მასალებს, შესაბამისად, ეს პოზიცია უკვე უშუალოდ კომისიების შეხვედრებზე იქნება ცნობილი . ამ შეხვედრის შემდგომ ოფიციალურ დონეზე შეხვედრა არ ყოფილა ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის.

თვითონ ამ დოკუმენტაციაზე მუშაობა, მათ შორის, აზერბაიჯანულ მხარესთან რამდენიმე თვის წინ მიმდინარეობდა, მათ შორის, ეს შეხვედრაც იყო სექტემბრის ბოლოს, როცა ამ მასალების გადაცემა მოხდა. ეს არის საქართველოს შიდა საქმე და ამაზე თვითონ აზერბაიჯანის მხარის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და ჩვენმა მინისტრმა და ქართულმა მხარემაც და ყველგან , როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხარე ხაზს უსვამს, რომ ნებისმიერი მუშობა ამ კომისიების, რა თქმა უნდა, სენსიტიური თემაა, მაგრამ მიმდინარეობს იმ ფორმატში, რომელიც შეესაბამება და ეკადრება ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მე არც ერთი მხარიდან იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რომელიმემ ეს პროცესი გადაიყვანოს დაძაბულობის ხაზში,“- განაცხადა დარსალიამ.

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები