ლაშა ნაცვლიშვილი: „ვერანაირი რუსული რბილი ძალა – თავისი “რაშა თუდეით”, “სპუტნიკებით”, “უკვდავი პოლკით” და “დუხოვნი სკრეპებით” – ვერ შექმნის ისეთ ნოყიერ ნიადაგს ანტიდასავლური განწყობებისთვის საქართველოში“

-„ვერანაირი რუსული რბილი ძალა – თავისი “რაშა თუდეით”, “სპუტნიკებით”, “უკვდავი პოლკით” და “დუხოვნი სკრეპებით” – ვერ შექმნის ისეთ ნოყიერ ნიადაგს ანტიდასავლური განწყობებისთვის საქართველოში, როგორც ეჭვი იმის თაობაზე, რომ უარყოფითი რეიტინგის უპირობო ჩემპიონი ბოკერია, შესაძლოა, იმავდროულად, დასავლეთის ფავორტი იყოს. მარტივი ჭშარიტებაა – თუ შენ ყველაზე მეტად ის მოგოწონს, ვინც ყველაზე მეტად არ მოსწონს ხალხს, ხალხის ეს დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან, შენზეც გავრცელდება!

პროფესიონალ გამყალბებელთა მხრიდან სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ბარემ ინგლისურ ვერსიასაც დავდებ:

The entirety of Russia’s soft power – all the Sputniks and Russia Today, Immortal Regiments and Spiritual Fasteners (духовные скрепы) – could not do as much harm to Georgia’s Euro-Atlantic aspirations as the belief that the West considers Giga Bokeria – the most disliked politician in the country – its favorite ally in Georgia.

If you like the one who is disliked dislike will come to you most likely!“ – წერს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში.

კომენტარები