ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციის აქციაზე: ჯობდა, 7 ნოემბერს დაგენიშნათ, ოღონდ თხოვნა მაქვს, მიტინგი გიორგი თარგამაძემ წაიყვანოს

ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – ლაშა ნაცვლიშვილი „ევროპული საქართველოს“ მიერ 8 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ეხმაურება

ნაცვლიშვილი ოპოზიციას ურჩევს, აქცია, 8 ნოემბრის ნაცვლად, 7 ნოემბერს დანიშნონ და მისი წამყვანი ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე იყოს.

კომენტარები