ლაშა ნაცვლიშვილი: „როდესაც ადამიანი აცხადებს, – ოჯახის, მშობლების, შვილის, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და მასზე ზრუნვა ავადმყოფობაა, ეს არის მისი ფსიქიკის დიაგნოზი“

-„როდესაც ადამიანი აცხადებს, – ოჯახის სიყვარული, მშობლების სიყვარული, შვილის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, პატივისცემა და მისთვის ზრუნვა, ავადმყოფობაა, ეს არის მისი ფსიქიკის დიაგნოზი.

ნიკა გვარამიას მცდელობა ავადმყოფობად მონათლოს ოჯახისადმი დამოკიდებულებები, მის არასწორ ღირებულებებზე მეტყველებს.

„ენის მოჩლექის“ დრო არ არის, სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას. ზოგადად, ეს პროცესი, სააკაშვილის და მისი გუნდის ლუსტრაციის პროცესის გაგრძელებაა. ის , რაც ახლა უკრაინაში ხდება და ეს უკვე მეორედ ხდება,  ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვახსოვს, – სააკაშვილი პირველად იქნა რეინკარნირებული უკრაინაში, –  2015 წელი, – როდესაც პრეზიდენტ პოროშენკოს მმართველობის დროს იგი გახდა ოდესის გუბერნატორი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს კომენტარი, მან თქვა, – აქედან გაასწრესო, შეიძლება იქედან ვერ გამოასწრონო. ერთხელ აუხდათ ეს ამბავი, გვახსოვს ეს ეპოპეა, ჩემი აზრით, ახლოს ვართ მეორე, იმ ამბავთან, – მეორედ აუხდებათ ივანიშვილის ეს წინასწარმეტყველება. ლუსტრაციას ვგულისხმობ, როდესაც ვლაპარაკობ, ლუსტრაციის პროცესს. თქვენ კარგად გახსოვთ, ლუსტრაცია დაიწყო სააკაშვილის აღიარებით, მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი და არაერთი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. ამას მოჰყვა მისი ნომინირება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ამ აღიარების მიუხედავად, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად აღიარა, – ის არა პოლიტიკური პარტია, არამედ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის ლიდერი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს კრიმინალური, ყველაზე დიდი კრიმინალი, არქიტექტორი ამ არა მხოლოდ ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის, არამედ პირდაპირ, დანაშაულებრივი რეჟიმის.
ლუსტრაციის გაგრძელება, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვითლუსტრაციის იყო ნიკა გვარამიას აბსოლუტურად უმსგავსი განაცხადი დაკავშირებული ივანიშვილის ოჯახთან. ძალიან მნიშვნელოვანია, – მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი ყოფილიყო ის, რომ სააკაშვილმა 8 წლის თავზე აღიარა, უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი და დაამთავრა, – წერტილი დაუსვა მითს მისი ე.წ. პოლიტიკური დევნილობის შესახებ, ამ აღიარებით. შესაძლოა, ამას პოლიტიკური კონტექსტი , პოლიტიკური ნიშნით უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, რომელიც ამ პროცესს დიდი ხანია აკვირდება, ეს უფრო ღირებული იყო, ის, რაც გააკეთა მისდაუნებურად გვარამიამ.
მან ავადმყოფობად, ავადობად, გადახრად გამოაცხადა ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის ბუნებრივია, -ოჯახის სიყვარული, მშობლების სიყვარული, შვილის სიყვარული, სამშობლოს პატივისცემა, სიყვარული და პატივისცემა , მისთვის ზრუნვა და როდესაც ადამიანი აცხადებს, – ეს არის ავადმყოფობა, ეს არის მისი არაცნობიერი დიაგნოზი, მისი ფსიქიკის. ეს ხალხი თავად არიან ავადმყოფები. მე მესმის, – თქვენც ხართ შეზღუდული გარკვეული პოლიტკორექტურობის ცენზურით, რომ სიძულვილის ენა არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური კომენტარების დროს და ზოგადად პოლიტიკისთვის ეს სიძულვილის ენა მიუღებელია, მაგრამ მე შაირი არ მინდოდა. მე არათუ უფლება მაქვს ახლა ვუპასუხო იმავე რეგისტრში, არამედ ვალდებულიც ვარ იმიტომ, რომ ავადმყოფობაა, როდესაც სიყვარული ავადმყოფობა გგონია და ეს არის დაავადბული ფსიქიკის ადამიანები, სწორედ ეს გადახრილი ფსიქიკა.მე არ ვიცი რისგან არის წარმოშობილი, არც ფსიქიატრი ვარ, არც ფსიქოლოგი, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ბავშვობის ტრამვებისგან, გენეტიკურია, სოციალურია, ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ გვაქვს პროდუქტი, ეს არის დაზიანებული ფსიქიკის ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ყველაფერი ადამიანის სძულთ.
ამ გადახრისგან, ამ ავადმყოფობისგან მომდინარეობს ყველა ის დანაშაული და ყველა ის არაადამიანური ლტოლვა ძალაუფლებისკენ, რაც მათ გამოარჩევდათ, – ეს ავადმყოფობის შედეგია. ამ ყველაფრის მიზეზი არის ეს მათი ავადმყოფური ვნებები, ასე გამძვინვარებით რომ იბრძვიან ძალაუფლებისთვის, ესეც ამის ნიშანია, რომ ისევ უნდათ დაიბრუნონ სადავეები, რომ დაიკმაყოფილონ საკუთარი ავადმყოფური ვნებები და ისევ იძალადონ საზოგადოებაზე, იძალადონ ხალხზე.
საბედნიეროდ, უკანასკნელი კვლევები, ყველა სახის ადასტურებს, – ეს მხოლოდ მათი ილუზიაა, ამას ასრულება არ უწერია, მაგრამ ეს ხაზგასმით უნდა ითქვას. ჩვენ ენის მოჩლექას თავი უნდა დავანებოთ, რომ რაღაცა არაკორექტულია, რომ ვიღაცა კოლეგაა, რომ ეს არ შეიძლება. ეს არათუ არ შეიძლება, ეს არის საჭირო. ეს არის დაზიანებული ფსიქიკის, შეპყრობილი ადამიანების ჯგუფი, რომელთა ქცევის კოდექსი უსაქციელოა, ყველაფრის კადრებაა და ეს არაამქვეყნიური, არაადამიანური ლტოლვაა. თითქოს, უჰაერო სივრცეშია არიან და ერთი სული აქვთ ამოვიდნენ ამ წყლისქვეშეთიდან და ჩაისუნთქონ ძალაუფლება, როგორც ჟანგბადი. სხვანაირად თანაარსებობა მათ თავის თვისტომთან არ შეუძლიათ. ამიტომ ეს უნდა ითქვას და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ლუსტრაციის პროცესში”,- განაცხადა „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა, ,,იმედის“ ეთერში.

კომენტარები