ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ტალახაძემ მესამე ცდაზე 222 კგ აიტაცა და 2 კგ-ით გააუმჯობესა მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი.

რუსეთის დედაქალაქში ამ წუთებში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება.

იხილეთ ვიდეო:

 

წყარო: “interpressnews.ge”.

კომენტარები